ვოიცეხ შჩესნი: ისტორიაში საუკეთესო მეკარე ვარ

პოლონელი მეკარის თამამი განცხადება

ტურინის იუვენტუსის მეკარის ვოიცეხ შჩესნის თქმით, ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა. პოლონელმა ეს რა თქმა უნდა ხუმრობით თქვა და ამაზე თავადაც კარგად იცინა.

 

„როცა რომაში ვთამაშობდი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონ ბეკერი დავსვი სკამზე. ახლა იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და ყველა დროის საუკეთესო მეკარე ჯიჯი ბუფონი ზის თადარიგში. გამოდის, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო არა ჯიჯი, არამედ მე ვარ. თუ პოლონეთის ნაკრებში ძირითადში ფაბიანსკი იქნება, მაშინ ის იქნება ნომერი პირველი კიპერი ფეხბურთის ისტორიაში,“-თქვა იუვეს კარის დარაჯმა.