სიტის მცველს ოპერაცია ჩაუტარდა

დაბრუნების დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის

მანჩესტერ სიტის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ემენიკ ლაპორტის ოპერაცია ჩაუტარდა.


ფრანგი ცენტრალური მცველი პრემიერლიგის ეგიდით, ბრაიტონთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დაშავდა და 36-ე წუთზე შეცვალეს.

 

25 წლის ფეხბურთელს ოპერაცია მუხლზე ჩაუტარდა. მისი დაბრუნების დრო ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

არადა, ლაპორტი სანაკრებო მატჩებისთვის საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი დროებით გადაიდო.