სანჩესი: ინტერში გადასვლა ლუკაკუმ გადამაწყვეტინა

მიზანი ინტერთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგებაა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ინტერი სერიოზულად გაძლიერდა. ჯერ იყო და მანჩესტერიდან რომელუ ლუკაკუ გადაიბირა, შემდეგ ალექსის სანჩესიც წაიყვანა. აღნიშნულ თემაზე თავად ჩილელმა ისაუბრა.

 

„ინტერი შესანიშნავი გუნდია, რომელსაც არაჩვეულებრივი ფანები ჰყავს. როცა უდინეზეში ვთამაშობდი, ნერაძურიმ ტრებლი შეასრულა. ჩემი გუნდის შემდეგ ყოველთვის მილანელებს ვგულშემატკივრობდი. მიხარია, რომ სერია ა-ში დავბრუნდი, ვეცდები გუნდთან ერთად, რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო.

 

ლუკაკუსთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ის ჩემი მეგობარია და ხშირად ვკონტაქტობთ. სიმართლე გითხრათ ინტერში გადმოსვლა სწორედ მან გადამაწყვეტინა,“-ალექსის სანჩესმა.