პაკო ალკასერი: სანჩო მსოფლიოში საუკეთესო გახდება 

დორტმუნდის თავდამსხმელმა თანაგუნდელზე ისაუბრა 

დორტმუნდის ბორუსიას თავდამსხმელი პაკო ალკასერი გუნდის ახალგაზრდა ტალანტის ჯადონ სანჩოს შესახებ საუბრობს. 


"ის ჯერ კიდევ ბავშვია, მხოლოდ 19 წლის. დიახ, სანჩოს ძალიან დიდი ნიჭი აქვს. თუ ის თავს არ დაკარგავს, უმაღლესი კლასის მოთამაშე გახდება. 


ამ ასაკში, ადგილი დაბნეულობას აქვს ხოლმე, თუმცა სანჩო მოედანზეც და გასახდელშიც საუკეთესოა. თუ ის განვითარებას ამ ტემპით გააგრძელებს და დამატებით უნარებსაც შეიძენს, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება",-თქვა ესპანელმა ფეხბურთელმა. 


სანჩო ბუნდესლიგურ კლუბს მანჩესტერ სიტიდან 2017 წლის აგვისტოში შეუერთდა და 60 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 27 საგოლე პასი გააკეთა.