სარი საქმეს დაუბრუნდა

იტელიელი იუვენტუსში პირველი ოფიციალური თამაშისთვის ემზადება 

მაურისიო სარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ აქვს და გამოცდილი სპეციალისტი სამუშაოს დაუბრუნდა. მოგეხსენებათ იუვენტუსის თავკაცს პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც ექიმებმა 2 კვირიანი მკურნალობა დაუნიშნეს და იტალიელიც დროებით გუნდს ჩამოშორდა.

 

სარის გარეშე იუვე ჯერ პარმას შეხვდა და 1:0 დაამარცხა, შემდეგ ნაპოლის დაუპირისპირდა და 4:3 მოუგო. აქვე გეტყვით, რომ მესამე ტურში ბიანკონერი ფიორენტინას ესტუმრება. ამ წუთისთვის გუნდს 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.

 

შეგახსენებთ, რომ 60 წლის სპეციალისტი იუვენტუსს ზაფხულში ჩელსიდან შეუერთდა. წინა სეზონში მან არისტოკრატებთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო.