მატიჩი: სულშერს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არ ვეთანხმები

თუ გუნდს შედეგი არ ექნება, ამაზე პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა აიღოს

მანჩესტერის ნახევარმცველს ნემანია მატიჩს ამ სეზონში თამაში თითქმის არ უწევს. საწყის 4 ტურში იგი მოედანზე მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, ისიც 22 წუთით. ამ თემაზე ბრიტანულ მედიასთან თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

 

„მწვრთნელმა უნდა შექმნას გუნდი, რომელიც ტიტულებისთვის იბრძოლებს. თუ შედეგი არ იქნება, ამაზე მასუხისმგებლობა სწორედ კლუბის თავკაცმა უნდა აიღოს. დაახლოებით 10 წელია, რაც დიდ ფეხბურთში ვარ და სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს არასდროს ვუჩიოდი. ახლა სათადარიგოთა შორის მიწევს ყოფნა, თუმცა ეს პრობლემა არაა. ამ თემაზე სულშერს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არ ვეთანხმები, თუმცა მწვრთნელი ისაა და გადაწყვეტილებაც სწორედ მან უნდა მიიღოს,“ - თქვა სერბმა საყრდენმა.