საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვლადიმირ ვაისმა არჩევანი შემდეგ 11 ფეხბურთელზე შეაჩერა

დაახლოებით ერთ საათში სტამბულში ამხანაგური მატჩი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები კორეას დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება.

 

მეკარე: მაკარიძე;

 

მცველები: კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე;

 

ნახევარმცველები: აბურჯანია, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ანანიძე, ოქრიაშვილი;

 

თავდამსხმელი: ყაზაიშვილი.