ვაისი შესაძლოა ნაკრებიდან წავიდეს

კრიტიკის მიუხედავად, რამდენად წაადგება ნაკრებს სლოვაკი სპეციალისტის ახლა წასვლა?

ყაზახური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი, შესაძლოა დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს და სათავეში ასტანას ჩაუდგეს.

 

54  წლის სპეციალისტი რომან გრიგორჩუკის  შემცვლელად  ეგულებათ,  რომელიც ასევე გუნდიდან წასვლას აპირებს. შესაძლოა ეს გადაადგილება ამ სანაკრებო პაუზის შემდეგაც მოხდეს. წყაროს  ინფორმაციით, სლოვაკი სპეციალისტი ნაკრებს უახლოეს მომავალში, ან ზამთარში დაემშვიდობება.