რონალდუ ლიდერობას არ თმობს

ასაკის მიუხედავად პორტუგალიელი შესანიშნავ ფორმაშია

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე სწრაფი ფორვარდია. ერთ მომენტში მან 34/62 კმ/სთ განავითარა. რაც შეეხება სერია ა-ს ყველა მოთამაშეს, ამ კომპონენტში მას მხოლოდ რომას მცველი კოსტას მანოლასი უსწრებს, რომელმაც 35.41 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა.

 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა ორი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. რაც შეეხება იუვენტუსს, ბებერ ქალბატონს 6 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მესამე ტურის მატჩს ბიანკონერი სტუმრად ფიორენტინას წინააღმდეგ ჩაატარებს.