კაჭარავა ფორმაში შედის

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მორიგი გოლი გაიტანა 

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში, ანორთოსისმა დოქსას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. 

 

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, რომელმაც მატჩის 81-ე წუთზე, მაშინ როცა ანგარიში 2:1 იყო, გოლის გატანა მოახერხა. კაჭარავამ 63-ეზე მსაჯის გაფრთხილებაც დაიმსახურა. 24 წლის ქართველი ფორვარდისთვის ეს კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი იყო, თუმცა მან სამი დღის წინ ქვეყნის თასის 1/8-ფინალში დუბლის შესრულება მოახერხა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

 

ანორთოსისის კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი - ბექა მიქელთაძე დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა.

 

ანორთოსისი, რომელმაც ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და წაუგებელი სერია შვიდამდე გაზარდა, 12 ტურის შემდეგ 19 ქულას ფლობს და მეხუთე ადგილზეა. შემდეგ შეხვედრას გუნდი კვლავ შინ, 15 დეკემბერს, პაფოსის წინააღმდეგ გამართავს.