სა-ტო-რან-SKY!

საბერძნეთმა აქცენტი ვარსკვლავზე გააკეთა და იანისმა მისია ბოლომდე ვერ მიიყვანა. 

მსოფლიოს ჩემპიონატი. K ჯგუფი

ჩეხეთი - აბერძნეთ 77:84 (12:18, 21:14, 16:25, 28:27)

ჩეხეთი: ბოჰაჩიკი (25), სატორანსკი (13+9 პასი+8 მოხსნა), აუდა (13), ჰრუბანი (11+5 მოხსნა).

აბერძნეთი: კალატესი (27+6 მოხსნა+6 პასი), სლუკასი (16), იანის ანტეტოკუმპო (12+9 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა).

ვარსკვლავი: ტომაშ სატორანსკი.

 

ტურნირის სიმბოლური ნაკრების შედგენის დროს აუცილებლად გაითვალისწინებენ ჩეხეთის ლიდერს ტომაშ სატორანსკის. რომელიც ისტორიულ ტურნირს ატარებს და ჯიუტად არ აგდებს ტემპს. ამერიკასთან წაგება არ ითვლება. იქ ჩეხეთი ვერ გაქაჩავდა. სხვებთან სატორანსკიმ კლასით და გამოცდილებით მაქსიმუმი აიღო. საბერძნეთთან მოსაგებად ჩეხეთს 12 ქულა (ან - მეტი) არ უნდა წაეგო. ჩეხეთმა კარგი შედეგით დახურა თამაში და სატორანსკი კიდევ ერთხელ მიუახლოვდა სამმაგ დუბლს. სატორანსკი იყო მანქანა, რომელმაც ბოლო მეოთხედში ჩასაგდები ჩააგდო, დაგლიჯა დაცვაში და ღირსეულად გავიდა 8 საუკეთესოში!

ისტორიული დღე ჩეხეთისთვის. ისტორიული და დამსახურებული დღე ტომაშისთვის.

სატორანსკიმ ბოლო მეოთხედში დაღლილი, მოდნომებული ნაკრები ბოლომდე მიიტანა - 7 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და არარეალური დაცვა ყველაზე, ვინც მისი მოქმედების ზონაში ხვდებოდა.

ჩეხეთმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა - 18. საბერძნეთმა - მხოლოდ 9, მაგრამ 4-ჯერ ბურთი იანის ანტეტოკუმპომ დაკარგა. ლიდერი იყო მონდომებული, მაგრამ ნაკლებად ეფექტური. ლიდერმა ბოლო წუთები სათადარიგოთა შორის გაატარა.

ჩეხეთი ფლეი ოფში არ იქნება ფავორიტი. ჩეხეთმა უკვე გააკეთა მაქსიმუმი და სატორანსკი მეცხრე ცაზეა. ან - მეათეზე. სადღაც, იქ, სხვებისთვის უხილავ სიმაღლეზე. სატორანსკიმ ისტორიულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა და ეს უკვე ფაქტია. ტომაშმა ნაკრებს სული მისცა.

საბერძნეთმა აქცენტი ვარსკვლავზე გააკეთა და იანისმა მისია ბოლომდე ვერ მიიყვანა. ევრობასკეტში ცოტა სხვა აქცენტები არის გასათვალისწინებელი.