იუვენტუსმა იგუაინზე გადაწყვიტა

არგენტინელის მსურველებს მოცდა მოუწევთ

არახალია, რომ ზაფხულში გონსალო იგუაინის დამატება რამდენიმე გუნდს სურდა. ყველაზე მეტად რომა აქტიურობდა, რომელიც სოლიდური თანხის გადახდასაც აპირებდა, თუმცა ფაქტია პიპიტა კვლავ ბიანკონერიშია.

 

იტალიური მედიის ინფორმაციით, არგენტინელი გუნდს არც ზამთარში დატოვებს და იუვენტუსში მინიმუმ 2020 წლის მაისამდე ითამაშებს. ტურინელთა ეს გადაწყვეტილება ლოგიკურია, რადგან დიდი ალბათობით მარიო მანჯუკიჩი იუვენტუსში მალე აღარ ითამაშებს და ორი ფორვარდის ერთდროულად გაშვება გუნდს ნამდვილად არ აწყობს.

 

იგუაინი იუვენტუსში 2016 წლის ზაფხულში ნაპოლიდან გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელი წინა სეზონის პირველ ნახევარში ჯერ მილანში იყო განათხოვრებული, შემდეგ ჩელსიში და ამჟამად კვლავ იუვესთვის ირჯება.