დიბალას არ ეშვებიან

აღსანიშნავია, რომ იუვენტუსის დატოვებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს

პაულო დიბალა კვლავ ერთერთ ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელად რჩება. Tuttosport-ის ინფორმაციით, არგენტინელმა ზამთარში შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს. საქმე იმაშია, რომ პსჟ და ტოტენჰემი მის გადაბირებას კვლავ აპირებენ. აღსანიშნავია, რომ მცირე სათამაშო დროის გამო, გუნდის დატოვებაზე თავად ფეხბურთელიც ფიქრობს.

 

ტოტენჰემის და პსჟ-ს გარდა პაულოს დამატება ზაფხულში მანჩესტერსაც სურდა. არგენტინელი ინგლისშიც კი იყო ჩასული მოლაპარაკებების გასამართად, თუმცა იუვეში დარჩა. აქვე გეტყვით, რომ ბიანკონერი სამხრეთ ამერიკელს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

 

დიბალა იუვენტუსში 4 წლის წინ პალერმოდან გადავიდა. წინა სეზონში ფორვარდმა 42 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.