პსჟ-ს ნეიმარის გაყიდვა უნდა

პსჟ-სა და ბრაზილიელის გზები სავარაუდოდ ზამთარში გაიყოფა

ნეიმარის შესახებ ცნობები არ წყდება. ბრაზილიელს პსჟ-ს დატოვება სურს. გარდა ამისა მეგავარსკვლავით რეალი და ბარსელონა არიან დაინტერესებულები. დიდი ალბათობით ორივე მათგანი ზამთარში კიდევ ერთხელ შეეცდება მის შეძენას.

 

ბოლო ინფორმაციით, ნეიმარის გასხვისება პსჟ-საც სურს. Tuttosport-ი გვამცნობს, რომ ბრაზილიელის გაყიდვა გუნდის სპორტულ დირექტორს ლეონარდოს აქვს ჩაფიქრებული. ლიგა 1-ის მოქმედი ჩემპიონები ბრაზილიელს სავარაუდოდ ზამთარში გაუშვებენ.

 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ტრავმა აქვს და ახალ სეზონში ერთი მატჩიც არ უთამაშია. წინა სეზონში მეგავარსკვლავმა 28 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.