19-წლამდელებმა პოლონეთი დაამარცხეს 

ახალგაზრდა ქართველებმა პოლონელ თანატოლებს სძლიეს

 

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის 2-ზე პოლონელ თანატოლებს უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს.


ანგარიში 34-ე წუთზე, საბურთალოს აკადემიის აღზრდილმა, 18 წლის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, პოლონელებმა წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 67-ეზე ჩვენებმა გამარჯვება მაინც მოახერხეს. გამარჯვების გოლი ლოკომოტივის შემტევმა გიორგი იაკობიძემ გაიტანა. 


საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები შემდეგ მატჩს 9 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, უნგრეთთან სტუმრად გამართავს.