შესაძლოა, ვიდეო გამეორების სისტემაში ცვლილებები შევიდეს
შესაძლოა, ვიდეო გამეორების სისტემაში ცვლილებები შევიდეს
ინგლისის პრემიერლიგაში ვიდეო გამეორების სისტემა შესაძლოა გადაიხადოს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი მაიკ რაილი პრემიერლიგის მმართველებს VAR-ის სისტემის უფრო ფართო გამოყენების შესახებ ესაუბრა.
ამ მომენტისთვის, მსაჯებს ვიდეო-რეფერის გამოყენება მხოლოდ ოთხ შემთხვევაში შეუძლიათ: გოლის, პენალტის, წითელი ბარათის და იმ ეპიზოდში, თუ არბიტრმა ფეხბურთელის ქმედება ვერ შეამჩნია.
პრემიერლიგის საწყის ოთხ ტურში არაერთი ისეთი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ამ ოთხ კომპონენტს არ აკმაყოფილებს, თუმცა გადახედვას საჭიროებს.