ვალვერდე: მესის წასვლა? არ ვნერვიულობ

ბარსელონას თავკაცი გუნდის ლიდერზე საუბრობს

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე ქომაგებს ამშვიდებს. კატალონიური კლუბის დამრიგებელი ლიონელ მესის წასვლას გამორიცხავს. 


"როგორც თავად მესი ამბობს, ხალხი მისი სიტყვებიდან ქვეტექსტების ამოღებას ცდილობს. 


ვთვლი, რომ ლეომ უბრალოდ ფაქტს გაუსვა ხაზი და კლუბის დატოვებას არ აპირებს, ამაზე არ ვნერვიულობ",-თქვა ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა. 


შეგახსენებთ, მესიმ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას აქვს უფლება ბარსელონასთან არსებული კონტრაქტი ნებისმიერ დროს გაწყვიტოს. 


ამჟამად არგენტინელი სუპერვარსკვლავი ტრავმირებულია და მისი დაბრუნების ოფიციალური დრო ჯერჯერობით უცნობია.