მანჯუკიჩმა გეზი ყატარისკენ აიღო

ხორვატს იუვენტუსის დატოვება აქვს გადაწყვეტილი

მარიო მანჯუკიჩს იუვენტუსის დატოვება სურს. იტალიური პრესის ინფორმაციით, ხორვატს კარიერის ყატარში გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი. ერთ-ერთი ყატარული გუნდის მესვეურები მას საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობენ, თუმცა მარიო უარზე იყო. ბოლო ცნობებით სიტუაცია 180 გრადუსით შეიცვალა.

 

მოგეხსენებათ მაურისიო სარიმ ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანა და ბუნებრივია, რომ ბიანკონერიდან წასვლა სურს. გეტყვით იმასაც, რომ გამოცდილი თავდამსხმელით ლოს ანჟელეს გალაქსიცაა დაინტერესებული.

 

მანჯუკიჩი იუვენტუსში 2015 წლის ზაფხულში ატლეტიკოდან გადავიდა. წინა სეზონში ფორვარდმა 33 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.