ძალიან უცნაური ფაქტები ოქროს ბურთის მფლობელზე

ოქროს ბურთის მფლობელი ინგლისელი ძალიან უცნაური პიროვნება ყოფილა

მაიკლ ოუენი ყველასათვის ცნობილი ფეხბურთელი იყო. მას უთამაშია ისეთ გუნდებში როგორებიცაა: რეალ მადრიდი, ლივერპული, მანჩესტერი, ნიუკასლი და სტოკი. ოუენი ასევე ინგლისის ნაკრების მთავარი ფორვარდიც გახლდათ. 2001 წელს იგი ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა. ერთ-ერთმა ბრიტანულმა გაზეთმა 39 წლის ინგლისელთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ოუენი საკმაოდ უცნაურ ადამიანად გვევლინება.

ცხოვრების მანძილზე ოუენს მხოლოდ 8 ფილმი აქვს ნანახი და ვერცერთი მსახიობი ვერ დაასახელა, რომელიც იცის.

' ეს ძალიან მოსაწყენია, მე არ მინდება ფილმებს ვუყურო, რადგან ფილმები ჩემზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. ვცდილობ ხოლმე დავიწყო ყურება, როდესაც ვინმე მეუბნება ეს სცადე, დიდებულია და მეც მიცდია, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ამის გაგრძელება აღარ შემიძლია.''

 

ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ ვინ იყო მისი საყვარელი მსახიობი, მაიკლმა კი უპასუხა:' რა მსახიობი? მე არცერთი მათგანი არ ვიცი.''

 

ის არ უსმენს მუსიკას

ოუენს ჰკითხეს, თუ რას უსმენდა ის მანქანით მგზავრობის დროს ან მაშინ, როდესაც თამაშამდე გზა იყო გასავლელი გუნდის ავტობუსით

ოუენმა უპასუხა: 'მე არაფერს არ ვუსმენ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მანქანა ჩემი პირადი კომფორტისა და სიწყნარის სივრცეა, როდესაც ჩემი ბავშვები ჩემთან ერთად მგზავრობენ, ისინი მთხოვენ, რომ მუსიკა ჩავრთო, მაგრამ მე წყნარად ყოფნას ვამჯობინებ ჩემს ფიქრებთან''.

 

მას არასდროს დაულევია ჩაი ან ყავა

' მე არასდროს არ დამილევია არც ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მათი მომზადება ვისწავლე.''

 

38 წლამდე, მისი საბანკო ანგარიშები და ფინანსები დედამისს ებარა

'ძალიან უცნაური და დაუჯერებელია, მაგრამ მხოლოდ 1 წელია, რაც მე თავად განვკარგავ ჩემს საბანკო ანგარიშებს და ფინანსებს, მანამდე ეს ყველაფერი დედაჩემს ებარა, ის ასევე იხდიდა გადასახადებს. მე ჩემს პირად ფინანსურ მენეჯმენტთან შეხება არ მქონია.'' თქვა 39 წლის მაიკლ ოუენმა