აზერბაიჯანი და შოთა არველაძე?

აზერბაიჯანის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და კანდიდატებს შორის შოთა არველაძეც ყოფილა. ასე წერს აზერისპორტი.

 

 

გურბან გურბანოვი დროებით მუშაობდა ნაკრების ტავკაცად, რადგან ამავდროულად ყარაბაღის თავკაციც გახლავთ. აზერბაიჯანმა ერთა ლიგის დ დივიზიონში ვერ იყოჩაღა, კოსოვოს ვერაფერი მოუხერხა და ჯგუფში მეორე ადგილზე დარჩა.

 

რაც შეეხება კანდიდატებს, შოთას გარდა, იწერება ფრანგ პოლ ლე გუენზე და იტალიელებზე: მასიმო კარერაზე, რობერტო დი მატეოზე, ჯანი დე ბიაზიზე.

 

შოთა, როგორც იცით, ტაშკენტის ფახთაქორს წვრთნის. იქ სეზონი დასრულდა, გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და თასის ფინალი წააგო.

 

„არველაძის აზერბაიჯანში შესაძლო მოსვლაზე ადრეც საუბრობდნენ. ჯერ კიდევ ბერტი ფოგთსის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, შემდეგ ბაქოს ნეფთჩიშიც. რამსდენიმე წელია, რაც შოთას კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან“ – წერს აზერისპორტი.