რონალდუმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

მამასთან გულახდილად ბევრჯერ არ მისაუბრია, ეს ადვილი არ ყოფილა

კრიშტიანუ რონალდუმ მისი ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუსას ცრემლები ვერ შეიკავა. საქმე იმაშია, რომ საუბრისას ჟურნალისტმა მას ფეხბურთელის გარდაცვლილი მამის ვიდეო უჩვენა, რა დროსაც პორტუგალიელმა ემოციები ვერ მოთოკა.

 

„ეს ვიდეო აქამდე არასდროს მინახავს. საოცარია მისი ემოციები, როცა ჩემი მიღწევების შესახებ საუბრობს. მამა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ვფიქრობდი, რომ მხიარული ინტერვიუ გამოვიდოდა თუმცა ასე არაა. ამ ფოტოებს და ვიდეოს პირველად ვუყურებ. სიმართლე გითხრათ მამას 100%-ით არ ვიცნობდი. მასთან გულახდილად ბევრჯერ არ მისაუბრია, ეს საკმაოდ რთული იყო ჩემთვის,“-თქვა პორტუგალიელმა.

 

აქვე გეტყვით, რომ რონალდუს მამა 2005 წელს გარდაიცვალა, მაშინ როცა კრიშტიანუ 20 წლის იყო.