რას შეცვლის გრეგ პოპოვიჩი?

და, მაინც მგონია, რომ გრეგი მას ოდნავ გაუზრდის დროს და სროლების რაოდენობას. 

აზრზე არ ვარ, რას შეცვლის სან ანტონიოს მწვრთნელი, მაგრამ ეს კითხვა უფრო პატრიკ მილსის სტატუსს ეხება. პატის არარეალური მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქონდა. და გრეგმა ეს დაინახა.

მილსი ნაკრებში ყოველთვის ჰიპერაქტიური და შეუცვლელი იყო. რადიკალურად განსხვავებული როლი აქვს პატის გუნდში, სადაც პოპოვიჩი მას კლასიკურ მსროლელად ათამაშებს. რა თქმა უნდა, ეპიზოდებში მილსს აქვს იმპროვიზაციის დრო და უფლება, მაგრამ ძირითადად, ის მსროლელია.

მილსი სან ანტონიოში 2011/2012 წლების სეზონის დაწყებამდე გადავიდა და მხოლოდ სამჯერ დაასრულა რეგულარული საშუალოდ, 10 ან მეტი ქულით. მისი რეკორდი არის 10.3 ქულა და შარშან, პატიმ სპერსს 9.9 ქულა, 3.0 პასი და 2.2 მოხსნა (კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი)  მისცა. ძალიან კარგი, სტანდარტულად პროდუქტიული სეზონი ავსტრალიელისგან.

სან ანტონიოში ბევრი დაბალი შეგროვდა. პოპოვიჩს უყვარს დერიკ უაითი, რომელსაც მილსზე უკეთესი დაცვა აქვს და მოძრაობაშიც პატიზე არანაკლებ კარგად ისვრის. სხვებიც ირბენენ და მილსი ამჯერადაც გადატვირთულ სქემაში მოხვდება.

და, მაინც მგონია, რომ გრეგი მას ოდნავ გაუზრდის დროს და სროლების რაოდენობას. პატიმ ეს დაიმსახურა. მილსი ძალიან კარგი იყო და უარესი არ გახდება.

დაველოდოთ.