ლუკა მოდრიჩი: ხალხი ბენზემას სათანადოდ ვერ აფასებს

ფანები ვერ ხვდებიან თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია იგი

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, Telefoot-თან მიცემულ ინტერვიუში თანაგუნდელ კარიმ ბენზემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალხი მას სათანადოდ ვერ აფასებს.

 

„ბენზემა ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი თავდამსხმელია. ხალხს კიდევ არ ესმის თუ რა კარგი პიროვნებაა კარიმი. გულშემატკივრები მას სათანადოდ ვერ აფასებენ და ვერ ხვდებიან, თუ რამდენად ძლიერი ფეხბურთელია იგი.“-განაცხადა ხორვატმა

 

ფრანგი თავდამსხმელი სამეფო გუნდს 2009 წლის ზაფხულში ლიონიდან 35 მილიონი ევროდ შეუერთდა. მე-9 ნომერმა ბლანკოსთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი (2),  ქვეყნის თასი (2), სუპერთასი(2), ჩემპიონთა ლიგა (4), უეფას სუპერთასი (3) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (3) მოიგო.

 

მიმდინარე სეზონში ბენზემამ 20 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.