მატიჩი გერმანიაშიც მოუნდათ

სერბ საყრდენს ბუნდესლიგაშიც იწვევენ

ბოლო დროს ნემანია მატიჩზე არაერთი ცნობა გავრცელდა.  ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მისი დამატება დორტმუნდის ბორუსიას სურს. ცნობილია რომ, გერმანელები მანჩესტერის საყრდენის შეძენას ზაფხულში შეეცდებიან.

 

საერთოდაც, მატიჩს იუნაიტედის დატოვება თავადაც სურს, რადგან ახალ სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევა. აგვისტოდან მოყოლებული 31-ე ნომერმა წითელი ეშმაკების მაისურით მოედანზე მხოლოდ 89 წუთი დაჰყო. აქვე გეტყვით იმასაც, რომ 31 წლის ფეხბურთელით იუვენტუსი და მილანიც არიან დაინტერესებულები.

 

რაც შეეხება დორტმუნდს, გუნდს ამ მომენტისთვის ბუნდესლიგაში 9 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. მომდევნო ტურში ფავრის შეგირდები აინტრახტს ესტუმრებიან.