მადლობა, მანუ!

ყველაზე მაგარი ქართველი დამცველი. ყველაზე უიღბლო ქართველი მოთამაშე, რომელიც არ იყო ვარსკვლავი და ამ ვარსკვლავებს აქრობდა. 

მანუჩარ მარკოიშვილმა კარიერა დაასრულა. მოთამაშე, რომელიც მოედანზე კვდებოდა. მოთამაშე, რომელიც იყო კლასი. და მოთამაშე, რომელმაც არ იცოდა დასვენება.

გამიმართლა, რომ მანუს ბევრი შეხვედრა ვნახე. ყველგან მოწესრიგებული. ყველგან სამაგალითო. ყველგან დაცვის ლიდერი. ყველგან ის, ვინც იმ, მეორე გუნდის საუკეთესო მსროლელებს იჭერდა.და, ძირითადად, წარმატებით.

სტამბოლში, სან ანტონიოსთან შეხვედრის დროს, გრეგ პოპოვიჩის ასისტენტმა ეტორე მესინამ სიამოვნებით გაიხსენა მარკოიშვილი. დიდ პატივს ვცემ მას, მითხრა დონმა. ძალიან ამაყი ვიყავი. რომ მესინამ ეს თქვა.

ეს ამბავი არ ვიცოდი, როდესაც მოსკოვიდან, კოლეგებმა დამირეკეს, გილოცავთ და გვწყინს, რომ მანუმ კარიერა დაასრულაო, მითხრეს. რომელმა მანუმ-მეთქი? ნუ, ნე დჟინობილი-ჟე, მითხრა მეგობარმა. და მეც გული დამწყდა.

ყველაზე მაგარი ქართველი დამცველი. ყველაზე უიღბლო ქართველი მოთამაშე, რომელიც არ იყო ვარსკვლავი და ამ ვარსკვლავებს აქრობდა. მანუჩარმა ეს იცოდა.

დღესაც მახსენდება თამაში რუსეთთან, როდესაც მარკოიშვილი იყო ერთადერთი, ვინც იმ ჩეხვის ბოლომდე ფეხზე იდგა, არ უშვებდა შეცდომებს. უნდოდა ყველას და გააკეთა მანუჩარმა.

მანუჩარზე ცოტა მერე ცოტა მეტს ვიტყვით. უკვე, უშუალოდ მარკოიშვილთან ინტერვიუს დროს.

მანამდე, უბრალოდ,

მადლობა, მანუ.