გვარდიოლას ახალი ახირება

ქალაქელები 50 მილიონიანი ტრანსფერის გაჩარხვას აპირებენ

მანჩესტერ სიტის მესვეურებს რომადან ჩენგის იუნდერის გადაბირება სურთ. The Sun-ში ვკითხულობთ, რომ ტრანსფერის ინიციატორი პეპ გვარდიოლაა. როგორც ცნობილია მანჩესტერელები მზად არიან თურქში 50 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

 

იუნდერი უკვე მეორე სეზონია, რაც რომას ღირსებას იცავს. მანამდე იგი ჯერ ალტინოდუს ფეხბურთელი იყო, ხოლო 1 წელი ბაშაკშექირში დაჰყო. ფეხბურთელს რომაელებთან კონტრაქტი კიდევ 4 წელი აკავშირებს და სავარაუდოდ ჯალოროსი მას მარტივად არ დათმობს. მიმდინარე სეზონში იუნდერმა 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება ქალაქელთა სატრანსფერო გეგმებს, იუნდერის გარდა სიტის ხელმძღვანელობას ისკო ალარკონისა დამატებაც სურს.