ბინძური მოთამაშე

დრეიმონდი ელოდება ახალ რეგულარულს, რომ კიდევ ერთხელ დაყაროს ხაფანგები გოლდენ სტეიტის ტერიტორიაზე და შემდეგ, დანდობა არ იქნება.

დრეიმონდ გრინი არ არის უხეში დამცველი. დრეიმონდ გრინი არ არის დაუნდობელი დამცველი. დრეიმონდ გრინი არ არის ყველაზე სოლიდური დამცველი.

დრეიმონდ გრინი უბრალოდ, არის ბინძური დამცველი. და ეს საკმარისია გოლდენ სტეიტის წარმატებისთვის. და ეს საკმარისია გრინის ფინანსურად დამშვიდებისთვის.

როდესაც გრინი სეზონის საუკეთესო დამცველი გახდა (2017), გოლდენ სტეიტი ელეგანტურად მივიდა ჩემპიონობამდე და გრინმა ფლეი ოფში დაგლიჯა. მაგრამ რეგულარულში, უორიორზის თამაშების დროს იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მსაჯები გრინის დაცვას გრინისთვის სასარგებლოდ აფასებდნენ. ის, რაც სხვისთვის პერსონალური იყო, გრინისთვის ჩვეულებრივ სათამაშო ეპიზოდში გადადიოდა.

გრინი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ახლოს ვერ მიდის გავლენით და მნიშვნელობით სტეფ კარისთან, მაგრამ მთქმელი და გავლენიანი მოთამაშეა.

დრეიმონდი ელოდება ახალ რეგულარულს, რომ კიდევ ერთხელ დაყაროს ხაფანგები გოლდენ სტეიტის ტერიტორიაზე და შემდეგ, დანდობა არ იქნება.

საინტერესოა, მსაჯები როგორ შეაფასებენ მისტერ გრინის დაცვას?

იმედი მაქვს, ობიექტურად.