სიონმა გაიმარჯვა - რა თქმა უნდა, ტატანაშვილი!

სიონმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში სიონმა ტორპედო მიიღო. ქუთათურებს არანაირი სატურნირო ამბიცია არ გააჩნიათ, ბოლნისელები კი საქართველოს უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.

 

პირველმა ცხრამეტმა წუთმა შედარებით მშვიდად ჩაიარა. ერთადერთი მომენტი ტორპედოს თავდამსხმელს, თემურ ჩოგაძეს ჰქონდა, თუმცა ოთო გოშაძის კარი ვერ აიღო. სწორედ ბოლნისელთა მეკარის გადაცემით, დაცვის ცენტრის შეცდომით ტატანაშვილმა ისარგებლა და შეხვედრაში სიონი დააწინაურა.

 

გოლის შემდეგ, ორივე გუნდი გააქტიურდა, თუმცა ბოლნისელებს მეტი სახიფათო მომენტი შეექმნათ. მხოლოდ ტატანაშვილს, 26-ე და 36-ე წუთებზე გატანის შანსი კიდევ ორჯერ ჰქონდა...

 

მეორე ტაიმის დასაწყიში ქუთაისლები გააქტიურდნენ, გატანას ისევ ჩოგაძე ცდილობდა, თუმცა გოლი საპირისპიროდ მიიღეს. ბოლნისელებმა მეტოქის ნახევარზე აქტიური პრესინგი ითამაშეს, კუთხური მოიპოვეს, რომლითაც ხმალაძემ ისარგებლა და სიონი წინ 2 ბურთით გაიყვანა.

 

ამის შემდეგ ყველაფერი დასრულებული იყო. მართალია შეტევას ორივე გუნდი ცდილობდა, თუმცა საბოლოო შედეგი აღარ შეცვლილა.

 

სიონი 2:0 ტორპედო

 

19' ტატანაშვილი - 1:0

52' ხმალაძე - 2;0