კუბა – ქვეყანა, საიდანაც ფეხბურთელები მასიურად გარბიან

კუბიდან ფეხბურთელები გარბიან. ახლა უკვე მასიურად. 

აწ გარდაცვლილი ფიდელ კასტროს ქვეყნიდან ბოლო ცხრა თვეში 27 მოთამაშე გაიქცა.  

 

არც კონტრაქტს უყურებენ, არც სხვა რამეს, გასვლითი მატჩის მერე უცხოეთში რჩებიან: მეტწილად, აშშ–ში.

 

აი, ბოლო შემთხვევა. კანადა–კუბა 6:0 დასრულდა, თამაშის შემდეგ კი ხუთი კუბელი ფეხბურთელი კანადაში გაუჩინარდა. უბრალოდ, არ სურთ სამშობლოში ცხოვრება, სადაც მძიმე ეკონომიკური ვითარებაა და კრიმინალი მეფობს.