შოთა არველაძის ფახთაქორი ჩემპიონია

შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ფახთაქორმა უზბეკეთის ჩემპიონობა გაინაღდა: თანაც, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე. 

ფახთაქორმა მეტალურგს გასვლაზე 2:1 მოუგო და 19 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს...

 

20 მატჩიდან 18 გამარჯვება და 2 ფრე. შოთას გაწვრთნილები წაუგებლად თამაშობენ.

 

როგორც იცით, ფახთაქორის სამწვრთნელო შტაბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც მუშაობენ.

 

ეს შოთა არველაძის პირველი საჩემპიონო ტიტულია მთავარი მწვრთნელის რანგში. ალკმაარში მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონობა, მაგრამ მაშინ ასისტენტი გახლდათ.