რეალმა სუპერთასი მოიგო

რეალი მეორე მეოთხედში გაიქცა. 27:13 და დარჩენილ დროში ბარსელონა ქაჩავდა და ბოლომდე ვერ დაქაჩა. 

მადრიდის რეალი ევროლიგაზე ფავორიტებში ზის. ბარსელონა წელს ყველაფრის მოგებას გეგმავს. უკვე, გეგმავდა. რეალმა ყველაზე პრინციპულ ოპონენტს ესპანეთის სუპერთასი წაართვა.

რეალმა ბარსელონას 89:79 აწყენინა.

ბარსელონამ სეზონის წინ დაიკონტრაქტა ნიკოლა მიროტიჩი - რეალთან მან 14 ქულა და 6 მოხსნა დაირტყა. ნორმალური, მაგრამ არასაკმარისად დომინანტური თამაში შეტევაში. NBA-ში გადასვლამდე მიროტიჩი რეალის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ბარსელონამ გაიფორმა ბრენდონ დეივისი და ამერიკელი ძალიან კარგი იყო - 23 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი. უბრალოდ, ბიჭს ჰქონდა შეცდომები დაცვაში.

ბარსელონაში ცსკა-დან გადადის კორი ჰიგინსი. მაიკლ ჯორდანის ნათლულმა 13 ქულა, 5 მოხსნა აკრიფა. კორი უკეთესი იქნება. ბევრად უკეთესი.  

ბარსელონას დაემატა მალკოლმ დელეინი - 13 ქულა და სუსტი დაცვა. და ბარსელონა მაგრად მოუმატებს.

რეალი მეორე მეოთხედში გაიქცა. 27:13 და დარჩენილ დროში ბარსელონა ქაჩავდა და ბოლომდე ვერ დაქაჩა. რეალმა მოიგო სიღრმით. ჩემპიონის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა ფაკუნდო კამპაცო -16+5 მოხსნა+5 პასი. დანარჩენები ავსებდნენ საერთო მონაგარს.

ესპანელები, ცსკა და ფენერბახჩე წელს მაგარ ევროლიგას მოგვცემენ.