მანკუნიელები მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრობენ
მასიმილიანო ალეგრიმ შესაძლოა მანჩესტერი ჩაიბაროს. საქმე იმაშია, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდს სულშერი დატოვებს, იტალიელი მანკუნიელთა თავკაცობის მთავარი კანდიდატი იქნება.
მანჩესტერმა სეზონი ცუდად დაიწყო. პრემიერლიგის საწყის 5 ტურში მანკუნიელებმა მხოლოდ 2 შეხვედრა მოიგეს. ამ მომენტისთვის ბრიტანელებს 8 ქულა აქვთ და მერვე ადგილზე არიან.
რაც შეეხება ალეგრის, 52 წლის სპეციალისტი ბოლოს იუვენტუსს თავკაცობდა. გამოცდილი მწვრთნელი ბიანკონერიში 2014 წლიდან მუშაობდა და გუნდი ზაფხულში დატოვა. იუვესთან ერთად ალეგრიმ სერია ა 5-ჯერ მოიგო.