სტერლინგი ესპანეთში მოუნდათ

ინგლისელმა ვარსკვლავმა ზამთარში შესაძლოა სიტი დატოვოს

მადრიდის რეალს რაჰიმ სტერლინგის შეძენა სურს. ბოლო ინფორმაციით, სამეფო გუნდი სიტის შემტევის გადაბირებას ზამთარში შეეცდება. ამ თემაზე თავად ფეხბურთელის და პრემიერლიგის ჩემპიონების პოზიცია უცნობია.

 

აღსანიშნავია, რომ ზიდანის გუნდს რაჰიმის გადაბირება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც სურდა, თუმცა როგორც ხედავთ ტრანსფერი არ შედგა. სტერლინგი ქალაქელთა ერთ-ერთი ლიდერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიტანელები მას მარტივად შეელიონ. ამ სეზონში რაჰიმმა ინგლისის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.

 

სათქმელია, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანელმა ნახევარმცველმა ჩავიმ თქვა, რომ მესის და რონალდუს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, საუკეთესო მოთამაშე სტერლინგი იქნება.