რონალდო: საუკეთესოს ტიტულს ვან დეიკი იმსახურებდა

ლეგენდარული ფორვარდი დაჯილდოვების შედეგით უკმაყოფილოა

ფიფას ყოველწლიური გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელეს. მის გარდა სამეულში ვირჯილ ვან დეიკი და კრიშტიანუ რონანლდუ მოხვდნენ. ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რონალდო თვლის, რომ საუკეთესოდ ჰოლანდიელი მცველი უნდა დაესახელებინათ.

 

„ჩემი აზრით ჯილდოს ვან დეიკს უნდა მიეღო. მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ტიტულს ის უფრო იმსახურებდა, ვიდრე მესი,“-თქვა ბრაზილიელმა.

 

ვან დეიკს მართლაც, რომ გამორჩეული პერიოდი უდგას, მეოთხე ნომერმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ვირჯილმა ეს სეზონიც შესანიშნავად დაიწყო და მუდმივად მსოფლიოს გამორჩეულ მცველებში მოიხსენიებენ.