ლოკომოტივი – 120 წუთი და ნახევარფინალი

თბილისის ლოკომოტივი საქართველოს თასის ნახევარფინალში გავიდა. საამისოდ მარტვილში 120–წუთიანი ბრძოლა დასჭირდა. ლევან კორღალიძის გუნდმა გასვლაზე 2:1 აჯობა მესამე ლიგის ლიდერ მერანს.

სამივე გოლი სტანდარტს მოჰყვა. 24–ე წუთზე რევაზ ინჯგიამ კუთხურიდან ჩაწოდებულს თავური შეაგება და ლოკო დააწინაურა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი გიორგი ბუხაიძემ საჯარიმოთი გაათანაბრა – 1:1.

 

დამატებით დროში თბილისელებს სათამშო უპირატესობა ჰქონდათ და ლოგიკურად მოიგეს: მცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა კუთხურის მერე თავით მძლავრად დაარტყა და 1:2.

 

მერანი (მარტვილი) – ლოკომოტივი 1:2 (დამატებით დროში)

 

გოლები: 0:1 ინჯგია (24), 1:1 ბუხაიძე (90+7), 1:2 ანდრონიკაშვილი (110)

 

18:00 საათზე თბილისის სპაერის სტადიონზე დაიწყება მერანი (თბილისი) – საბურთალო (თბილისი).

 

ხვალ კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩია და ორივე 15:00 საათზე დაიწყება: საგარეჯოში გარეჯი თბილისი სიტის უმასპინძლებს, რუსთავი კი შინ ქუთაისის ტორპედოს ეთამაშება.   

 

ლოკომოტივის Facebook–ის ფოტო