ზუგდიდი აღარ ხუმრობს

ეროვნული ლიგა 2–ის 27–ე ტური (ანუ მესამე წრე) ორი მატჩით დასრულდა. მეორეადგილოსანმა სამტრედიამ მეორე ტაიმში გატეხა ქობულეთის შუქურა და 3:0 სძლია.

 ავთო ენდელაძის დუბლმა გადაწყვიტა თამაშის ბედი, ბოლოს კი გოგიტა გოგუამაც დაამატა. სამტრედია 11 ქულით ჩამორჩება ლიდერ მერანს და სავარაუდოდ, მეორე ადგილზე გავა.

 

კარგ ფორმაშია ზუგდიდი. კახა გოგიჩაიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ისევ მოიგო: ამჯერად თელავს 2:1 აჯობა და მართალია, მერვე ადგილზეა, მაგრამ უკვე რეალური შანსი აქვს, რომ მეშვიდეზე გავიდეს და ფლეი–აუტში ნერვებწყვეტა თავიდან აიცილოს. გოგიჩაიშვილის გუნდი ცხრილის ფსკერიდან დაიძრა და მარტო მესამე წრეში 18 ქულა მოაგროვა, როცა მანამდე ორ წრეში მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა... წინა ტურში შევარდენს 5:1 სძლიეს.

 

აი, თელავი კი მესამეზე დარჩა, ოღონდ მხოლოდ ბურთების შეფარდებით უსწრებს შევარდენს.  

 

9 ტური დარჩა და ვნახოთ.  

 

ზუგდიდი – თელავი 2:1

გოლები: 1:0 ჯიმშელეიშვილი (13), 2:0 ბ.მახარაძე (17), 2:1 რუხაძე (45)

 

შუქურა – სამტრედია 0:3

გოლები: 0:1 ენდელაძე (51), 0:2 ენდელაძე (64), 0:3 გოგუა (86)