საბურთალომ მერანს ძირითად დროში ვერაფერი დააკლო

თბილისური გუნდების დაძაბული ბრძოლა...

საქართველოს თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის მერანი და საბურთალო დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს აქამდე მოსასვლელად რთული გზა ჰქონდა გავლილი, საბურთალომ ბათუმის დინამო და სამტრედია დაამარცხა, ხოლო მერანმა ზესტაფონი და თბილისის დინამო.

 

დღევანდელმა თამაშმაც ისევე დაძაბულად ჩაიარა, როგორც ველოდით. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, დამატებით დროში კი, 105-ე წუთზე, მარგველაშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

 

შეხვედრის ბოლოსკენ, მერანის მხრიდან გიორგი დათუნაშვილი, საბურთალოს მხრიდან კი ლევან კაკუბავა გააძევეს.

 

თბილისის მერანი 0;1 საბურთალო

105' მარგველაშვილი