ტოტენჰემმა კეინს ფასი დაადო

დეზები ასტრონომიულ თანხას ითხოვენ

The Thelegraph-ის თანახმად, ტოტენჰემმა ის თანხა დაასახელა, რაც ჰარი კეინის მსურველმა გუნდმა უნდა გადაიხადოს. აღნიშნული წყაროს ცნობით, დეზები გუნდის ლიდერს 250 მილიონ გირვანქაზე ნაკლებად არ შეელევიან.

 

აღსანიშნავია, რომ გუნდის დატოვებაზე თავად ინგლისელიც ფიქრობს, რადგან ლონდონელთა რიგებში ტიტულებს ვერ იგებს. თასის აღებასთან კეინი ყველაზე ახლოს წინა სეზონში იყო, როცა პოჩეტინოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ლივერპულთან 0:2 დამარცხდა. 

 

კეინი ტოტენჰემის ღირსებას 2013 წლის ზაფხულიდან იცავს. იგი დრო და დრო უმატებდა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. აქვე გეტყვით, რომ მის სახელს ყველაზე ხშირად რეალს და მანჩესტერს უკავშირებენ.