კონტე ინტერის ისტორიაში შევიდა

სრული სვლით წინ 

სერია ა-ს მეხუთე ტურში ინტერმა ლაციოს უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე დეამბრიზომ გაიტანა. 

 

რომაელებთან გამარჯვება განსაკუთრებული გამოდგა ანოტნიო კონტესთვის. საქმე იმაშია, რომ იტალიელი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ინტერთან ერთად სერია ა-ს საწყის 5 ტურში ყველა მატჩი მოიგო. ამ მომენტისთვის ნერაძურის 15 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია.

 

შეგახსენებთ, რომ კონტემ ინტერი სეზონის დასაწყისში ჩაიბარა. მანამდე იგი ჩელსის, იტალიის ნაკრებს, იუვენტუსს და კიდევ რამდენიმე კლუბს წვრთნიდა.