მაიკლ ჯორდანი დღესაც საუკეთესო იქნებოდა

მაიკლი იგებდა, კალათბურთით სცემდა მათ პასუხს. 

დალას მავერიქსის მფლობელი მარკ კიუბანი ყოველთვის ცდილობს, რომ იყოს ორიგინალური. ძირითადად, მარკი პოზიტიური სკანდალისტის ნიღაბს ატარებს. ხანდახან, მარკმა შეიძლება რეალურად საინტერესო თემა დაძრას. და, ხანდახან - მარკი კარგავს თავის შარმს.

როგორც, ამ შემთხვევაში. მარკ კიუბანმა ისე, გაკვრით აღნიშნა - მაიკლ ჯორდანი ამ ეპოქაშიც საუკეთესო იქნებოდა.

კი, იქნებოდა. მაიკლ ჯორდანი ყველა ეპოქაში საუკეთესო იქნებოდა. ჯორდანი იყო მანქანა, რომელიც არ იღლებოდა, არ დგებოდა და ჯორდანმა იცოდა, რომ წაგება დაუშვებელი, უხერხული, ცუდი იყო. მაიკლმა ბევრი სერია წააგო. და შემდეგ, ერთბაშად აინაზღაურა ყველაფერი. ჯორდანი პირველი გახდა.

მარკ კიუბანი: „ჯორდანი დღესაც ყველაზე სწრაფი, დასვენებული, დაუღლელი იქნებოდა. გაიხსენეთ დრო, როდესაც დაუნდობელი დამცველები ჩარლზ ოუკლი და რიკ მაჰორნი მის წინააღმდეგ ყველაზე ბინძურ კალათბურთს თამაშობდნენ და მაიკლი იგებდა, კალათბურთით სცემდა მათ პასუხს. თუ მაიკლი დაისახავდა მიზნად სამიანის ყველაზე მაღალი პროცენტით სროლას, ის ამას აუცილებლად გააკეთებდა. თანამედროვე ლიგაში მაიკლი თავისუფლად აიღებდა საშუალოდ 40 ქულას.“

მაიკლ ჯორდანი ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. მაიკლ ჯორდანი ექვსჯერ ფინალების საუკეთესოდ დაასახელეს. მაიკლ ჯორდანი კლავდა.

და, მარკ კიუბანი არ იყო ორიგინალური.