ლეიკერსის და ჰოვარდის მკვლელი დაცვა

დღევანდელი ლეიკერსი მომენტალურ შედეგზეა გათვლილი.

ლეიკერსი არ არის მხოლოდ ლებრონ ჯეიმსი. ლეიკერსი არ არის მხოლოდ ენტონი დევისი. ლეიკერსში სხვა კარგი ბიჭებიც შექმნიან. ან, სწორ დაცვას ითამაშებენ. ძალიან კარგი დამცველია ლებრონი. ერთ-ერთი საუკეთესო დამცველია დევისი.

და ლეიკერსმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიკონტრაქტა ის, ვინც დაცვაში ტერორია, ვინც სამჯერ (2009-2011) რეგულარულის საუკეთესო დამცველად დაასახელეს. ლეიკერსის სამწამიანს მიხედავს დუაიტ ჰოვარდი.

დუაიტი ადრე, პიკზე გასვლის დროს ლეიკერსს ფინალში (2009)  ორლანდოსთან ერთად დაელაპარაკა. და ის სერია კალიფორნიელებმა 4:1 დაიტოვეს. იმ ლეიკერსს ჰყავდა კობი ბრაიანტი. რომელმაც ჰოვარდი რამდენიმე წლის შემდეგ მიიღო. სტივ ნეშთან და პაუ გასოლთან ერთად კობის გუნდს უნდა მოეხსნა ჯეკპოტი.

და ის ლეიკერსი ფლეი ოფის პირველ წრეში 0:4 აგებს სან ანტონიოსთან. დუაიტის და გრანდის ტანდემი ერთჯერადი იყო.

დღევანდელი ლეიკერსი მომენტალურ შედეგზეა გათვლილი.

დუაიტ ჰოვარდი: „ლეიკერსს აქვს შანსი, რომ დაცვაში ლიგის საუკეთესო გუნდი გახდეს. ჩვენ გვყავს ლებრონი, დევისი და ხანდახან, მეც კარგი დამცველი ვიქნები“.

ჰოვარდი 33 წლის არის.

მკვლელი კარიერული სტატისტიკით (17.4 ქულა, 12.7 მოხსნა, 2.0 დაფარება), რომელიც ლეიკერსს მკვლელი დაცვის შეკვრაში დაეხმარება.