სოხუმური დერბი

ნაძალადევის სტადიონზე სოხუმური დერბი გაიმართა: სოხუმის დინამომ 3:1 აჯობა ცხუმს. მართალია, ორივე კლუბი რეგიონლიგაშია (რანგით მეხუთე), მაგრამ ფაქტია აღსანიშნავი. მატჩი აფხაზეთში დაღუპულ გმირებს ეძღვნებოდათ და წუთიერი დუმილით დაიწყო. 

ცნობისთვის, ეს ჩემპიონატის თამაში იყო.

 

შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის სპორტის  კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია და ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ.

 

სოხუმის დინამოს ამჟამად დავით თაქთაქიშვილი წვრთნის, ხოლო ცხუმს – ნუგზარ ბოჯგუა.   

 

აფხაზეთი საქართველოა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს!