NBA-ს ყველაზე მდიდარი მფლობელები

წელს კლიპერსი ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია.

კლიპერსის მფლობელი, კომპანია Microsoft-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი ამერიკულ სპორტულ სამყაროში ფრენჩაიზის ყველაზე მდიდარი მფლობელია. ეს ინფორმაცია Forbes-მა გაავრცელა.

ამ ეტაპზე ბალმერის კაპიტალი 51.4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ბოლო რეიტინგთან შედარებით, სტივის კაპიტალი 9.4 მილიარდით გაიზარდა.

მეორე ადგილზე ზის ამერიკული ფეხბურთის გუნდის, კაროლინას მფლობელი დევიდ ტეპერი (12 მილიარდი).

საკალათბურთო სამყაროდან პირველ ათეულში შედიან სტენ კრიონკე(დენვერი, 9.7), მიკი ერისონი (მაიამი, 9.1) და დენ გილბერტი (კლივლენდი, 6.5).

წელს კლიპერსი ჩემპიონობის მთავარი ფავორიტია.

კავაი ლეონარდი, პოლ ჯორჯი - ბალმერმა ორი იდეალური მკვლელი მიიღო.

კლიპერსი ფულით და ცივი იარაღით პირველია.