ბარსელონას ახალი მწვრთნელი? - ვინ არის მარსელო გალიარდო

ბასას ხელმძღვანელები მარსელოს შეეხმიანენ

არგენტინული TNT SPORT-ის ინფორმაციით, რივერ პლეიტის მთავარი მწვრთნელი მარსელო გალიარდო შესაძლოა ბარსელონას მთავარი მწვრთნელი გახდეს.  საქმე იმაშია, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობა ერნესტო ვალვერდეს მუშაობით უკმაყოფილოა და თუ ის თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს, კლუბის დატოვება მოუწევს. როგორც არგენტინელები წერენ, გალიარდოსა და ბარსას ხელმძღვანელობას შორის საუბარი უკვე შედგა.

 

მარსელოს, ასევე, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზეც ხშირად მოიაზრებენ. ის რივერ პლეიტში 2014 წელს დაინიშნა, კლუბს ლიბერტადორესის თასი 2-ჯერ მოაგებინა, ამჟამად კი ამ ტურნირის ნახევარფინალშია, სადაც წაუგებლად ასპარეზობს, პირველ შეხვედრაში კი, უპრინციპულეს მეტოქეს, ბოკა ხუნიორსს, საშინაო შეხვედრა, 2:0 მოუგო.