რისკი და გოლი: მეკარის უცნაური საქციელი (+Video)

მეკარის გოლი ნამდვილად არ გვიკვირს და მათ შორის, არც თავით გატანილი. ბოლოს და ბოლოს, შარშან არ იყო, ნუკრი რევიშვილმა ეროვნული ლიგის მატჩის (დილა–რუსთავი 2:2) ბოლო წამებზე რომ გაიტანა?!

კუთხური დაინიშნა, რუსთავი აგებდა, ჩავიდა რევიშვილი მეტოქის საჯარიმოში და გაათანაბრა.

 

მაგრამ ამჯერად სხვა რაღაც მოხდა. რუსეთში, რანგით მესამე ლიგაში კრასნოდარ–3 ჩერკასის ინტერს ხვდებოდა, 2:2 იყო და კრასნოდარელთა მეკარე დენის ადამოვი ჩავიდა საჯარიმოში, კუთხურის მერე თავურით გაიტანა და გუნდს მოაგებინა. ამჯერად ლაპარაკია იმ მომენტზე, როცა ფრეა და ცარიელ კარს რომ ტოვებ, ბუნებრივია, გოლის გაშვებად და წაგებად რისკავ.

 

ეს ჩვეულებრივ, ჩემპიონატის მატჩი იყო და ფრეზე არც არავინ ვარდებოდა, არც არავინ სადმე გადიოდა. ჩემპიონატის ნახევარიც არ გასულა და შესაბამისად, განსაკუთრებული სატურნირო მდგომარეობა არ იყო. უბრალოდ, ადამოვს ისე უნდოდა გატანა, რომ რისკზე წავიდა. და საინტერესო ისაა, რომ კრასნოდარი–3 ამ დროს 9 კაცით თამაშობდა. ორი ფეხბურთელი გაუძევეს და მაინც მოიგო.