ლიგა 2: მოსალოდნელიც და დიდად მოულოდნელიც

ეროვნულ ლიგა 2–ში 29–ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და ორივე 1:1 დასრულდა. გაგრა–შუქურას ფრე გასაკვირი არაა, მაგრამ, აი, სამტრედიამ როგორ მოახერხა 9–კაციან გურიასთან გოლის გაშვება და ორი ქულის დაკარგვა, საოცარია...

 

 

გურიას უკვე მე–15 წუთზე გაუძევეს ჯანჯღავა და მალევე, სამტრედია ნიჯატ ყურბანოვმა დააწინაურა. კახა კაჭარავას გუნდს თითქოს იოლად უნდა გაემარჯვა, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ლანჩხუთელთა ნახევარმცველმა ვანო კურდღელაშვილმა გაათანაბრა და 1:1.

 

სამტრედია მეორე ადგილზე დარჩა და ალბათ, ამავე პოზიციაზე დაასრულებს სეზონს. გურია კი ბოლოდან მეორეა.

 

გაგრასა და შუქურას რაც შეეხებათ, სავარაუდოდ, ცხრილის შუაში დარჩებიან. არც გავარდნა დაემუქრებათ და ზედა სამეულიც საკმაოდ შორსაა.    

 

სამტრედია – გურია 1:1

 

გოლი: 1:0 ყურბანოვი (20), 1:1 კურდღელაშვილი (90+1)

გაძევება: ჯანჯღავა (15, გურ), ამაეჩი (88, გურ)

 

გაგრა – შუქურა 1:1

 

გოლები: 1:0 ქობულაძე (28), 1:1 გოგიტიძე (78)

 

6 ოქტომბერს ტურის კიდევ სამი მატჩია. მთავარი შეხვედრა თელავში გაიმართება. მასპინძლები მეოთხე ადგილზე არიან და 3 ქულით ჩამორჩებიან მესამეზე მყოფ შევარდენს.

 

15:00. კოლხეთი–ზუგდიდი

15:00. თელავი–შევარდენი

18:00. მერანი–ცხინვალი