ვარსკვლავები, რომლებიც უნდა გაცვალონ

ბილის აყვანა ძალიან ბევრ გუნდს სურს.

5. ბრედლი ბილი (ვაშინგტონი)

ბოლო რეგულარულში ვაშინგტონმა 50 თამაში წააგო. უნდა წაეგო. ჯონ უოლი აილეწა, დუაიტ ჰოვარდმა სეზონი ტრავმების და კონფლიქტების გამო გამოტოვა. უიზარდსი იყო აღმოსავლეთის ერთ-ერთი კარგი გუნდი ქაღალდზე. და, რეალურად, ვაშინგტონმა ნორმალური სეზონი ჩაატარა. ალბათ, რთული წარმოსადგენია 32 მოგებით გუნდის სეზონის დადებითად შეფასება, მაგრამ ორი საყრდენი პერსონაჟის გარეშე ეს კარგი შედეგი იყო.

და, ეს კარგი შედეგი კარგმა მოთამაშემ შეკრა. ვაშინგტონი ბრედლი ბილის გუნდი გახდა.

უოლი ალბათ, ახალი რეგულარულის დიდ ნაწილს გამოტოვებს და ვაშინგტონი ისევ ბილმა უნდა აყომაროს. ბილმა არაჩვეულებრივი სეზონი ჩაატარა - კარგი სტატისტიკა და გაუმჯობესებული დაცვა გუნდში, სადაც ამ დაცვას  უოლის დროსაც არ თამაშობდნენ. შარშან, ბილი შევიდა 6 მოთამაშისგან შემდგარ ჯგუფში, რომლის წევრებიც მინიმუმ, 25 ქულას, 5 მოხსნას და 5 პასს იღებდნენ. ბილმა მაგრად მოუმატა და ვაშინგტონმა ვერ გაქაჩა.

ბილის აყვანა ძალიან ბევრ გუნდს სურს.

ბილი გააძლიერებდა მაიამის და ჯიმი ბატლერთან ერთად სერიოზულ ტანდემს შექმნიდა.

ბილი ძალიან კარგი იქნება ბრუკლინშიც, კაირი ირვინგთან და კევინ დიურანტთან ერთად.

მოკლედ, ბრედლი უნდა წავიდეს.