ბარსელონამ ფეხბურთელი გასაყიდად გაამზადა

ბლაუგრანამ ფეხბურთელს კარისკენ მიუთითა

ბოლო 1 წელია, რაც ივან რაკიტიჩის შესახებ ჭორები არ წყდება. ბოლო ცნობების თანახმად, ბარსელონა მის გაყიდვას იანვარში შეეცდება. არახალია, რომ იგი ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის და მის გასხვისებას ზაფხულშიც გეგმავდა. აქვე გეტყვით, რომ ხორვატი ნახევარმცველით მანჩესტერი, ინტერი და პსჟ არიან დაინტერესებულები.

 

რაკიტიჩი ბარსაში 2014 წლის ზაფხულში სევილიადან გადავიდა და გუნდთან ერთად ყველა ტიტული მოიგო. ამ სეზონში მეოთხე ნომერმა ბლაუგრანას მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით უგოლოდაა. რაც შეეხება ბარსელონას, ვალვერდეს გუნდს ლა ლიგაში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.