სარი ტრანსფერებს ითხოვს

იტალიელმა ფეხბურთელები ჩელსიდან მოინდომა

მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსმა არაერთი მეგავარსკვლავი დაიმატა, ბიანკონერი სატრანსფერო მხრივ გაჩერებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური გრანდი კიდევ 2 ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ცნობილია, რომ მაურუსიო სარის ჩელსიდან ემერსონის და ნგოლო კანტეს გადაბირება უნდა.

 

ემერსონი მშვენიერ სეზონს ატარებს და არისტოკრატები მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებენ. რაც შეეხება კანტეს, იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია და მისი გადაბირება მადრიდის რეალსაც სურს.


იუვენტუსს 7 ტურის შემდეგ სერია ა-ში 19 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია. მომდევნო მატჩში იტალიური გრანდი ბოლონიას უმასპინძლებს.