ბუფონი: პსჟ-ში კარგი გამოცდილება მივიღე

ჯიჯი ბუფონი: "არანაირი გარანტია არ მქონდა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა."

2018 წლის ზაფხულში ჯიჯი ბუფონს იუვენტუსთან კონტრაქტი ამოეწურა და გუნდი დატოვა. ამის შემდგომ იტალიელმა პსჟ-სთან 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ტუხელის გუნდის მაისურა მოირგო. აღნიშნულ თემაზე გამოცდილმა მეკარემ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ პარიზული კლუბი მისთვის კარგი გამოცდილება იყო.

 

„პსჟ-ში გატარებული დრო ყოველთვის კარგად გამახსენდება. ფრანგული გუნდი ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. როცა პსჟ-სთან კონტრაქტს ვაფორმებდი, არანაირი გარანტია არ მქონდა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მინდოდა საკუთარი კომფორტის ზონას გავმცდარიყავი და ახალ გამოწვევებს ვეძებდი, საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,“-თქვა ბუფონმა.  

 

შეგახსენებთ, რომ ბუფონი ზაფხულში იუვენტუსში დაბრუნდა. ამ სეზონში იტალიელმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.